გერმანიის საგარეო უწყება წერს, რომ "ქართული ოცნება" სერიოზულ საფრთხეს უქმნის ათწლეულების განმავლობაში საქართველო-გერმანიის პარტნიორობას.

"პარტია ქართული ოცნება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ათწლეულების განმავლობაში საქართველო-გერმანიის პარტნიორობას. შედეგად, ჩვენ შევამცირეთ ჩვენი თანამშრომლობა ქვეყნის ხელისუფლებასთან და შევაჩერეთ 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების მხარდაჭერის პროექტები. ახლა დარჩენილია პროექტების ¼", — წერს საგარეო უწყება X-ზე.