ინფორმაციას ამის შესახებ გერმანულენოვანი პრესა ავრცელებს.

გერმანიის ქალაქ ერფრუტში პოლიციის ყურადღება გზაჯვარედინზე დიდხანს გაჩერებულმა ავტომანქანამ მიიპყრო.

მიზეზის გასარკვევად ახლოს მისულმა პოლიციამ შენიშნა, რომ დაბურულ მინიან ავტომობილში წყვილი სექსით იყო დაკავებული.

პოლიციელის თქმით, მან მინაზე დააკაკუნა და შეცბუნებულ წყვილს გარკვეული დრო მისცა, რათა მათ ჩაეცვათ და მოწესრიგებულიყვნენ. წყვილის განმარტებით, ისინი შუქნიშნის წითელ შუქზე შეჩერდნენ, მწვანე დიდხანს არ აინთო, მათ კი ერთმანეთისადმის ლტოლვის სურვილი ვერ დაიოკეს და გადაწყვიტეს, რომ სწრაფი სექსით დაკავებულიყვნენ.

აღმოჩნდა, რომ წყვილის ავტომობილი დამუხრუჭების დროს შუქნიშნის წინ ნაჩვენებ „სდექ" ხაზს გასცდა და რეგულირებადი შუქნიშანი (შუქნიშანი, რომელიც მიახლოებული ავტომანქანის შემთხვევაში რეაგირებს და რამდენიმე წამის შემდეგ ინთება), რადგან სხვა ავტომობილი იმ დროს არ მოძრაობდა, მათ ავტომობილს ვეღარ აღიქვამდა და მუდმივად წითელს უჩვენებდა.

ჩემი სამსახურებრივი კარიერის განმავლობაში პირველად აღმოვჩნდი ასეთ საკვირველ სიტუაციაში, - ამბობს პოლიციელი და დასძენს, რომ რადგან წყვილს მოძრაობა არ შეუფერხებია (ზოგიერთი ცნობით, ფაქტი 02:30 საათზე მოხდა), მათ გაფრთხილება და მცირედი ჯარიმა (რომლის რაოდენობასაც არ ასახელებს) აკმარეს.

„ბილდის" განმარტებით, მანქანაში სექსი სისხლის სამართლის დანაშაულია, თუ მას მესამე პირი ხედავს ან თუ მოძრაობა ფერხდება. არ არის დასჯადი, თუ მანქანა სრულიად იზოლირებულ ადგილას, მაგალითად, ტყეშია გაჩერებული ან თუ მანქანა დაბურულმინებიანი და არ ჩანს, რა ხდება შიგნით.

სისხლის სამართლის კოდექსის 183 ა მუხლის მიხედვით, საზოგადოებისთვის დისკომფორტის შემქმნელი სექსი ისჯება ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან ჯარიმით ისჯება.