გუშინ საღამოს, გერმანიის ქალაქ ჰამბურგის ცენტრში მგელმა ქალს სახის არეში უკბინა, - იტყობინება გერმანული მედია. ცხოველი პოლიციამ ქალაქში მდებარე ტბიდან ამოიყვანა ცხოველის ბედთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დღეს იქნება მიღებული.

ჰამბურგის ხელისუფლების ცნობით, თავდასხმა მოხდა ქალაქის დასავლეთ ნაწილში, Ikea-ს მაღაზიის მახლობლად მდებარე სავაჭრო გალერეასთან, იქ, სადაც Aldi-ს и Edeka-ს სუპერმარკეტებია. პოლიციამ ცხოველი, რომელიც მგლად ამოიცნეს, ქალაქის ცენტრში, მდინარე ბინენალსტერზე არსებული ნავმისადგომიდან მარყუჟით ამოიყვანა. მის ბედთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დღეს მიიღებენ. 

პოლიციის თქმით, გაურკვეველია, ის მგელია თუ არა დაჭერილი, რომელმაც 65 ქალს უკბინა.

ასევე გაურკვეველია ქალზე თავდასხმის ზუსტი გარემოებები. ხელისუფლებამ არ დაადასტურა, რომ ქალმა ცხოველის შენობიდან გამოტყუება სცადა. მისი დაზიანებების ყველა დეტალი არ გახმაურებულა, მაგრამ, ცნობილია, რომ ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მედიის ცნობით, შაბათიდან პოლიცია იღებდა შეტყობინებებს იმ ადამიანებისგან, რომლებმაც დაინახეს მოხეტიალე ცხოველი. ვარაუდობენ, რომ სწორედ მან უკბინა ქალს. ასევე ვარაუდობენ, რომ ეს ახალგაზრდა მგელი ხროვიდან გამოაგდეს და იგი ახალი ოჯახის ძიების დროს ქალაქში მოხვდა. 

ჰამბურგის პარლამენტის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ფრაქციამ დღეს წითელ-მწვანეები გააკრიტიკა. „ცოტა ხნის წინ, სოციალ-დემოკრატებმა და მწვანეებმა პარლამენტში უარყვეს ქრისტიან-დემოკრატების წინადადება, მგელი დაუყოვნებლივ შეეტანათ ჰამბურგის ნადირობის რეგულაციებში“, - განაცხადა ქრისტიან-დემოკრატების საპარლამენტო ფრაქციის ექსპერტმა ნადირობის საკითხებში რალფ ნიდმერსმა. „ეს უარი არა მხოლოდ წინდაუხედაობა, არამედ მოქალაქეების უსაფრთხოების უგულებელყოფაც იყო“.