გერმანიამ უკრაინისთვის ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერისთვის 60 მილიონი ევრო გამოყო. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა X-ზე წერს.

სიბიგას თქმით, გერმანიის ახალი ენერგეტიკული დახმარება გათბობისა და თბომომარაგების სისტემების გასაძლიერებლად იქნება გამოყენებული.

"ეს დახმარება უზრუნველყოფს ჩვენი ხალხის სითბოსა და დაცვას გათბობისა და გათბობის სისტემების გაძლიერების გზით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ფრონტის ხაზზე მყოფ რეგიონებზე. ჩვენ ვაფასებთ გერმანიის ურყევ სოლიდარობას", - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.