გერმანია, ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში უკრაინისთვის საბრძოლო მასალების შესაძენად დამატებით 300 მილიონი ევროს გამოყოფს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ჩეხ კოლეგასთან, იარომირ ზუნასთან, გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

გამოყოფილი თანხა უკრაინისთვის დაახლოებით 50 000 ერთეული საბრძოლო მასალის შესაძენად იქნება გამოყენებული.

ზუნას თქმით, გერმანია სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალების მიწოდების მხრივ მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ევროპის უსაფრთხოებაში არსებითი წვლილი შეაქვს.

პისტორიუსმა ჩეხეთის ინიციატივა უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელოვან მექანიზმად შეაფასა და პრაღას მისი გაგრძელებისთვის მადლობა გადაუხადა.