რუსებმა უკრაინაზე რაკეტებითა და დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანეს. ვრცელდება ინფორმაცია ნგრევისა და დაშავებულების შესახებ.
ბოლო მონაცემებით, ზაპოროჟიეში დაშავებულთა რაოდენობა11-მდე გაიზარდა, მათ შორის ექვსი ბავშვია.
გამთენიისას რუსებმა ზაპოროჟიეზე თავდასხმა განახორციელეს და საერთო საცხოვრებელს დაარტყეს.
ზაპოროჟიეს ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფიოდოროვის თქმით, რამდენიმე სართული დაინგრა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ რეგიონულ ცენტრზე მტრის ერთობლივი დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.
ივანო-ფრანკივსკის მერმა, ივან მარცინკივმა, განაცხადა, რომ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა თავდასხმის ქვეშ მოექცა და მოსალოდნელია ელექტროენერგიის გათიშვა.
ასევე კიევის ოლქში მტრის დარტყმის შედეგად, დაშავდა ერთი ადამიანი.
ამასთან, უკრაინის რკინიგზის ცნობით, რუსეთის იერიშის შედეგად ელექტროენერგია გაითიშა მიკოლაივის ოლქში, რამაც რამდენიმე მიმართულებით მატარებლების მოძრაობის შეფერხება გამოიწვია.








