8 დეკემბერს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში დიდი შვიდეულის (G7) ფინანსთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერა და დაიმუქრნენ, რომ ისინი მზად არიან რუსეთზე წნეხის გასაზრდელად, თუკი სამშვიდობოო მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდება. 

"ჩვენ გავაგრძელებთ ერთად მუშაობას, რათა შევიმუშაოთ დაფინანსების ვარიანტების ფართო სპექტრი, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას, მათ შორის, პოტენციურად რუსული სუვერენული აქტივების სრული ღირებულების გამოყენებითაც, რაც ჩვენს იურისდიქციებში იქნება გაჩერებული მანამ, სანამ რუსეთი რეპარაციებს არ გადაიხდის, რათა დასრულდეს ომი და უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა უკრაინაში." - წერია განცხადებაში.

ფინანსთა მინისტრების მიხედვით, დიდი შვიდეულის ქვეყნები მზად არიან, რუსეთზე წნეხის გასაძლიერებლად იმ შემთხვევაში, თუ სამშვიდობო მოლაპარაკებები წარუმატებელი იქნება. 

მსოფლიოს შვიდი ყველაზე განვითარებული დემოკრატიის ფინანსთა მინისტრებმა G7-ის ფარგლებში ვირტუალური შეხვედრა 8 დეკემბერს გამართეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) თავმჯდომარე, მსოფლიო ბანკის ჯგუფი (WBG), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) და ფინანსური სტაბილურობის საბჭო (FSB).