გერმანიის მომავალმა კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირის ან NATO-ს წევრი გახდება მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ.

"უკრაინა ძალიან დიდი ევროპული ქვეყანაა, მაგრამ ეს არის ევროპული ქვეყანა, რომელიც ომშია", - განაცხადა მერცმა.

მისი თქმით, ქვეყანა, რომელიც საომარ მდგომარეობაშია, ვერ გახდება NATO-ს ან ევროკავშირის წევრი.

მან აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების დაპირება ძალაშია, ისევე როგორც NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივა.

"მაგრამ ეს ორივე მოვლენა რომ მოხდეს, ომი ჯერ უნდა დასრულდეს", - თქვა მერცმა.