გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის თქმით, თუ მიმდინარე კვირაში რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით პროგრესი არ იქნება, ევროკავშირი მზად არის, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცროს. 

"ჩვენ ველოდებით პუტინის თანხმობას და ვთანხმდებით, რომ თუ ამ კვირაში რეალური პროგრესი არ იქნება, ჩვენ გვინდა ვიმუშაოთ ევროპულ დონეზე, რათა მნიშვნელოვნად გავამკაცროთ სანქციები" – თქვა მერცმა საბერძნეთის პრემიერმინისტრთან გამართულ პრესკონფერენციაზე. 

მერცის მიხედვით, ევროკავშირი განიხილავს სანქციების დაწესებას ენერგეტიკისა და ფინანსურ სფეროებზე.