რუსეთი ევროპული ქვეყანაა, ჩვენი უდიდესი მეზობელი,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.
მისივე თქმით, თუ გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთთან ურთიერთობების დაბალანსება შესაძლებელი გახდება, ევროკავშირი მნიშვნელოვან გამოცდას ჩააბარებს.
„თუ გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთთან ბალანსის აღდგენას შევძლებთ – თუ მშვიდობა დაისადგურებს, თუ თავისუფლება გარანტირებული იქნება – თუ ამ ყველაფერში წარმატებას მივაღწევთ, ქალბატონებო და ბატონებო, მაშინ ევროკავშირი და ჩვენც, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოცდას ჩავაბარებთ. ამას ვისურვებ ჩვენთვის,” – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.
თარგმანი: პირველი არხი







