ასეთი განცხადება გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა, სოციალური ქსელით გაავრცელა.
„ნიკოლას მადურომ თავისი ქვეყანა განადგურებამდე მიიყვანა. ბოლო არჩევნები გაყალბებული იყო. ამიტომ, მსოფლიოს მრავალი სხვა ქვეყნის მსგავსად, ჩვენ არ გვიღიარებია მის პრეზიდენტობა. მადურო რეგიონში ნეგატიურ როლს თამაშობდა.
ამერიკული ინტერვენციის სამართლებრივი კლასიფიკაცია რთულია. ჩვენ არ ვჩქარობთ ამის გაკეთებას. საერთაშორისო სამართალი კვლავ სტანდარტად რჩება. ვენესუელაში პოლიტიკური არასტაბილურობა არ უნდა დაიშვას. მიზანი უნდა იყოს მოწესრიგებული გადასვლა მთავრობაზე, რომელიც ლეგიტიმურობას შეიძენს არჩევნების გზით“- დაწერა X-ზე გერმანიის კანცლერმა.
Die rechtliche Einordnung des US-Einsatzes ist komplex. Dazu nehmen wir uns Zeit. Maßstab bleibt das Völkerrecht. Jetzt darf in Venezuela keine politische Instabilität entstehen. Ziel sollte ein geordneter Übergang hin zu einer durch Wahlen legitimierten Regierung sein.
— Bundeskanzler Friedrich Merz (@bundeskanzler) January 3, 2026




