ვფიქრობ, ამ რეჟიმის ბოლო დღეების მომსწრეები ვართ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ინდოეთში ვიზიტის დროს განაცხადა.
"თუ რეჟიმს ძალაუფლების შენარჩუნება მხოლოდ ძალადობით შეუძლია, მაშინ ის ფაქტობრივად დასრულებულია. ვფიქრობ, რომ ამ რეჟიმის ბოლო დღეების მომსწრეები ვართ. იმედი მაქვს, ამ კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულების გზა არსებობს. ეს მოლას რეჟიმმაც უნდა აღიაროს", - განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.







