ასეთი განცხადება გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა, ვიურცბურგში, კათოლიკურ კონგრესზე გამოსვლის დროს გააკეთა.
კათოლიკურ კონგრესზე ფრიდრიხ მერცმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, სადაც ახალგაზრდების კითხვებს უპასუხა.
„ამჟამინდელ დროში ჩემს შვილებს არ ვურჩევდი შეერთებულ შტატებში წასვლას, განათლების მიღებას და მუშაობას“, - განაცხადა მერცმა შეერთებულ შტატებზე საუბრისას.
ამის მიზეზი, მისი თქმით, არის შეერთებულ შტატებში „მოულოდნელად წარმოქმნილი“ „სოციალური კლიმატი“.
„მე ამერიკის შეერთებული შტატების დიდი თაყვანისმცემელი ვარ და ჩემი აღფრთოვანება ამჟამად არ იზრდება“, - თქვა მერცმა.
მან გააკრიტიკა შეერთებული შტატების „სუფთა კაპიტალიზმი“ (იგულისხმება თავისუფალი კონკურენციის ბაზარი - „აიპრესი“) რომელიც, მისი თქმით, ახალგაზრდებისთვის საქმეს ართულებს და შეაქო გერმანია და მისი „სოციალური საბაზრო ეკონომიკა“.
„საკითხი იმის შესახებ, თუ რას შეიძლება მიაღწიონ კარგად განათლებულ ახალგაზრდებმა, ამერიკაში სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ სულ სხვანაირად განიხილებოდა, ვიდრე დღეს“. დღეს „ყველაზე განათლებულ ადამიანებს ამერიკაში ძალიან უჭირთ სამსახურის პოვნა“, - განაცხადა კანცლერმა.




