კილის ინსტიტუტის უახლესი მონაცემები აჩვენებს, რომ უკრაინისთვის ევროპის სამხედრო დახმარება მკვეთრად მცირდება; 2025 წელს, ევროპული ქვეყნების მიერ გამოყოფილი თანხა შესაძლოა 2022 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალი იყოს. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს. 

კვლების თანახმად, სიტუაცია მხოლოდ უარესდება. კილში მდებარე გერმანული კვლევითი ინსტიტუტის ინფორმაციით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარებამ შესაძლოა მინიმუმს 2025 წელს მიაღწიოს, რადგან ევროპელები, რომლებიც ამჟამად დახმარების ძირითად ნაწილს უზრუნველყოფენ, ვეღარ ახერხებენ ამერიკული დახმარების დანაკარგის კომპენსირებას.

კილის ინსტიტუტის მონაცემებით, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, სამხედრო დახმარების შეწყვეტამდე, შეერთებული შტატები უკრაინის სამხედრო დახმარების ნახევარზე მეტს უზრუნველყოფდა. მიუხედავად იმისა, რომ ევროპელებმა თავდაპირველად დანაკარგების ანაზღაურება მოახერხეს, მათი ძალისხმევა ზაფხულის დასაწყისიდან შემცირდა.