ფრანგულ კოოპერაციულ ბანკზე კიბერშეტევის შედეგად თაღლითური ტრანზაქციები განხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ბანკ Credit Mutuel Arkea-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ბანკში აცხადებენ, კლიენტთა აქტივებს საფრთხე არ შექმნია.

ასევე, მათივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია, რა რაოდენობის თანხის თაღლითური ტრანზაქცია მოხდა კიბერშეტევის შედეგად, თუმცა ბანკში აცხადებენ, რომ შემთხვევა მასშტაბური არ ყოფილა.

Credit Mutuel Arkea-ის განცხადებით, ინციდენტი ამ დროისთვის აღმოფხვრილია.

მომხდართან დაკავშირებით ბანკი მეტ ინფორმაციას არ ავრცელებს.

ცნობისთვის, Credit Mutuel Arkea მასთან დაკავშირებულ 40 შვილობილ კომპანიას აერთიანებს.