საფრანგეთის პირველმა ლედიმ, ბრიჯიტ მაკრონმა, ფემინისტ აქტივისტებს, რომლებმაც შაბათს, Folies Bergère-ში, კომიკოსს არი აბიტანს წარმოდგენა შეაწყვეტინეს, "ბინძური ძუკნები" უწოდა. ეს განცხადება პირველმა ლედიმ კომიკოსთან პირადი საუბრის დროს გააკეთა, რომელიც ვიდეოზეა აღბეჭდილი.
მედიის ინფორმაციით, შაბათს საღამოს, ფემინისტური კოლექტივის #NousToutes-ის ოთხმა აქტივისტმა, რომლებსაც მსახიობის გამოსახულებიანი ნიღბები და წარწერა "მოძალადე" ეკეთათ, პარიზში, Folies Bergère-ში მას წარმოდგენა შეაწყვეტინეს. შემდეგ ისინი სკანდირებდნენ: "აბიტანი მოძალადეა".
მათივე ცნობით, პირველი ლედის განცხადება “ბინძური ძუკნები” ფრანგმა ფემინისტებმა ფართოდ აიტაცეს, როგორც სექსიზმისა და სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ მიმართული მოწოდება.
როგორც ფრანგული მედია წერს, შეურაცხყოფა ლოზუნგად იქცა და ბრიჯიტ მაკრონის ნათქვამი სიტყვები - "ბინძური ძუკნები" ახლა ფემინისტური სიამაყის ჰიმნია.
ცნობისთვის, 2021 წლის ბოლოს, კომიკოსი არი აბიტანი გაუპატიურებაში დაადანაშაულა ახალგაზრდა ქალმა, რომელსაც ის რამდენიმე კვირის განმავლობაში ხვდებოდა. სამწლიანი გამოძიების შემდეგ, საქმე შეწყდა, გადაწყვეტილება კი იანვარში სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. თუმცა, მას შემდეგ, კომიკოსის სცენაზე დაბრუნება ფემინისტების მიერ რეგულარულად პროტესტდება.
წყარო: რუსთავი 2




