ფინეთი ევროკავშირის პროგრამის ერთ-ერთი მონაწილე ქვეყანა გახდა, რომელიც უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუწევს ევროპაში რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის ხარჯზე. საუბარია 90 მილიონი ევროს ოდენობის თანხაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ფინეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ევროკომისიასთან შეთანხმება ითვალისწინებს, რომ ფინეთი უკრაინას მსხვილკალიბრიან საბრძოლო მასალას გადასცემს.
საბრძოლო მასალას ფინეთის თავდაცვის ინდუსტრიისგან შეიძენენ და მათი ღირებულება გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული თანხებით დაფინანსდება, რომელიც ევროპის მშვიდობის ფონდის მეშვეობით გადაირიცხება.
საერთო თანხა 90 მილიონი ევრო იქნება.
თავდაცვის მინისტრის, ანტი ჰაკანენის თქმით, ასეთი სქემა ფინეთის თავდაცვის ინდუსტრიისთვის სამუშაო ადგილების შექმნას და უკრაინის მხარდაჭერას უზრუნველყოფს.