ევროკავშირმა გააფართოვა სასანქციო სია და შეზღუდვები დააწესა რუსეთის ფედერაციის ხუთი მოქალაქის წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან არიან დაკავშირებულნი.

აღნიშნული პირები ჩართულნი არიან რუსული არმიის შეიარაღებითა და ტექნიკით უზრუნველყოფაში, სამხედრო ტექნოლოგიების განვითარებასა თუ სამხედრო სექტორის ფინანსურ და ლოგისტიკურ მხარდაჭერაში.

დაწესებული შეზღუდვები:

ევროკავშირის იურისდიქციის ქვეშ არსებული მათი ყველა ფინანსური აქტივი და რესურსი გაიყინება.

სანქცირებულ პირებს ეკრძალებათ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლა ან ტრანზიტით გადაადგილება.

ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს ეკრძალებათ ამ პირებისთვის რაიმე სახის ფინანსური სახსრების ან ეკონომიკური რესურსების მიწოდება.