ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტი გამოაქვეყნა, რომელიც ადამიანის უფლებების დამრღვევ პირებს ეხებათ.
ახალი სანქციები დოკუმენტში ჩამოთვლილ პირებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლას უკრძალავს, ასევე მათი ანგარიშები ევროკავშირის საბანკო სისტემაში გაყინვას ექვემდებარება.
დოკუმენტს ახლავს ცალკე დანართი, რომელშიც მოხვდნენ რუსი ოპოზიციონერი კრემლის კრიტიკოსების ოლეგ ორლოვისა და საშა სკოლიჩენკოს საქმეების პროკურორები, გამომძიებლები, მოსამართლეები, სასჯელაღსრულების სამსახურის თანამშრომლები.
"ევროკავშირი უცვლელად გმობს ადამიანის უფლებათა დარღვევებსა და რუსეთის შიდა რეპრესიებს. სიტუაციის სერიოზულობის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სანქცირებულთა სიაში უნდა დაემატოს 19 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი". – წერია ევროკავშირის განცხადებაში.