8 აგვისტოდან ესტონეთის ხელისუფლებამ რუსეთთან საზღვარზე სრული საბაჟო კონტროლი შემოიღო. ახლა საზღვრის გადაკვეთისას ყველა პირი ისევე, როგორც ყველა საქონელი, შემოწმებას ექვემდებარება. მანამდე შემოწმება შერჩევით ხდებოდა.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კრისტენ მიხალის განცხადებით, "სრული საბაჟო კონტროლი ინერგება ესტონეთის გავლით სანქცირებული საქონლის ტრანსპორტირების თავიდან აცილების მიზნით". ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა იურგენ ლიგიმ განმარტა, რომ ასეთ საქონელს შორის არის "ბევრი საეჭვო რამ", მაგალითად, სამხედრო ან ორმაგი (შერეული) დანიშნულების ნივთები.

მისი თქმით, საზღვრის ფეხით გადაკვეთისას, მებაჟეები შეამოწმებენ თითოეულ ადამიანს და მათ ბარგს. თუ ადამიანი საზღვარს მანქანით გადაკვეთს, მაშინ თავად მანქანა და მასში მოთავსებული ნივთები შემოწმდება. ავტობუსის მგზავრებს ბარგთან ერთად გაჩხრეკენ. ეს ზომა გავრცელდება ნარვის, კოიდულისა და ლუჰამის საკონტროლო პუნქტებზე.