ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს

ესპანური მედია იუწყება, რომ კოკისპირული წვიმებით გამოწვეული კატასტროფული წყალდიდობის შედეგად, ვალენსიის რეგიონში, აგრეთვე  კასტილია-ლა-მანჩაში და ანდალუსიაში, დაიღუპა სულ მცირე 158 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ბავშვი და ჩვილი. ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. ამინდის კიდევ უფრო გაუარესების პროგნოზის გამო პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა.