თურქეთის პრეზიდენტის თქმით, "მარცვლეულის შეთანხმების" განახლება დასავლეთის მიერ "დაპირებების" შესრულებაზეა დამოკიდებული. ამ ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.

თურქეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ "ამ პრობლემის გადაწყვეტა დამოკიდებულია დასავლეთის ქვეყნების მიერ დაპირებების შესრულებაზე," თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია რა სახის დაპირებებზეა საუბარი.

"პუტინი, ისევე როგორც ჩვენ, მგრძნობიარეა ჩვენი აფრიკელი ძმების მარცვლეულის ხელმისაწვდომობის საკითხთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია ამ საკითხზე საერთო ენის გამონახვა," - აღნიშნა ერდოღანმა და რუსეთის პრეზიდენტთან ბოლო საუბარი გაიხსენა.