ასეთი განცხადება Sabah-ის ცნობით, ასეთი განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვილნიუსში გაფრენის წინ გააკეთა.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვილნიუსში ნატოს სამიტზე გაფრენის წინ, ათათურქის აეროპორტში განაცხადა, რომ საღამოს მას ექნება შეხვედრები სტოლტენბერგთან და შვედეთის პრემიერ-მინისტრთან და არავინ არ უნდა მოელოდეს თურქეთის მხრიდან დათმობებს.

„პირველ რიგში, გავუხსნათ გზა თურქეთს ევროკავშირისკენ. მოდით გავუხსნათ გზა შვედეთს" - თქვა პრეზიდენტმა.

ერდოღანის თქმით, სამიტზე  ერთხელ გაიმეორებ მოწოდებას მოკავშირეებისადმი, რომლებიც თურქეთს სანქციებსა და შეზღუდვებს უწესებენ, სწრაფად თქვან უარი ამ უსამართლობაზე. 

თურქეთი მხარს დაუჭერს შვედეთის გაწევრიანებას ნატოში, თუ ევროკავშირი თურქეთთან წევრობის შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებს. ასეთია ერდოგანის ახალი მოთხოვნა - წერს შვედური პრესა ერდოღანის განცხადებასთან დაკავშირებით.