რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, განცხადებით, რუსეთისა და აშშ-ს დელეგაციები ერთმანეთს მეორეჯერ 27 თებერვალს სტამბოლში შეხვდებიან.

"ასეთი შეხვედრა ხვალ სტამბოლში გაიმართება". - თქვა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დოჰაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ლავროვის თქმით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის საელჩოების მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემები უნდა განიხილონ.

"ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ ჩვენი დიპლომატები, მაღალი დონის ექსპერტები შეხვდებიან და განიხილავენ სისტემურ პრობლემებს, რომლებიც დაგროვდა აშშ-ს წინა ადმინისტრაციის უკანონო ქმედებების შედეგად, როდესაც რუსეთის საელჩოს საქმიანობისთვის ხელოვნური ბარიერები შეიქმნა. ბუნებრივია, ჩვენ საპასუხოდ ანალოგიური პირობები შევქმენით ამერიკის საელჩოსთვის მოსკოვში". - განაცხადა ლავროვმა.