შვედეთი არ უნდა მოელოდეს, რომ ანკარა მხარი დაუჭირეს მის ნატო-ში გაწევრიანებას მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნის ხელისუფლებამ სტოკჰოლმში ანტითურქული ქმედებების ჩატარებისა და ყურანის დაწვის ნებართვა გასცა, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის სხდომის დასრულების შემდეგ სატელევიზიო მიმართვაში. 

„მათ, ვინც დაუშვა ასეთი სირცხვილის ჩადენა სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს წინ, არ უნდა მოელოდნენ  ჩვენგან რაიმე კეთილგანწყობას ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადზე. თუ შვედეთი არ სცემს პატივს თურქეთს და მუსლიმთა რელიგიურ გრძნობებს, ის ვერ მიიღებს ჩვენგან მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

მისი თქმით, „შვედეთში ჩადენილი ამაზრზენი ქმედება არის შეურაცხყოფა ყველასთვის, ვინც პატივს სცემს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის მუსლიმთა უფლებებსა და თავისუფლებებს“.

„თუკი შვედეთი ასე უჭერს მხარს ტერორისტული ორგანიზაციის წევრებს და ისლამის მტრებს, ჩვენ მას ვურჩევთ, ანდოს მათ თავისი ქვეყნის დაცვა“, - განაცხადა თურქეთის სახელმწიფოს მეთაურმა.

შაბათს, 21 იანვარს, რასმუს პალუდანმამ, დანიის მემარჯვენე ექსტრემისტულმა პარტია Hard Deal-ის ლიდერმა, სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს კედლებთან ანტიისლამური პროვოკაცია მოახდინა. რადიკალმა საჯაროდ დაწვა მუსლიმებისთვის წმინდა წიგნი - ყურანი.