თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმას და ვეტოს უფლების გაუქმებას ითხოვს.

Bloomberg-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სახელწოდებით „გლობალური სამართლიანობის ძიება ცვალებად სამყაროში“, ერდოღანი წერს, რომ რეფორმის საჭიროება კონკრეტულ საგზაო რუკად უნდა იქცეს და ამ რუკის ცენტრში ვეტოს პრივილეგიის გაუქმება უნდა იყოს.

ერდოღანის წინადადებით, უშიშროების საბჭო მხოლოდ არჩეული წევრებისგან უნდა შედგებოდეს, მუდმივი ადგილები და ვეტოს უფლება კი, რომელიც აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, რუსეთს და ჩინეთს აქვს, უნდა გაუქმდეს.

მისი თქმით, საბჭოს წევრები გენერალური ასამბლეის მიერ ფიქსირებული ვადით უნდა აირჩეოდნენ და მათი ხელახალი არჩევისთვის კვლავ უმრავლესობის მხარდაჭერა უნდა იყოს საჭირო, რაც ასამბლეას საბჭოს შემადგენლობაზე მეტ კონტროლს მისცემს.

„მსოფლიო ხუთზე დიდია“ - ეს ერდოღანის ცნობილი სლოგანია, რომლითაც ის წლებია აკრიტიკებს სისტემას, სადაც 5 ქვეყანას შეუძლია მთელი მსოფლიოს ნების დაბლოკვა. როგორც თავად ამბობს, „მსოფლიოს ბედი ხუთი ქვეყნის ტუჩებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული“.

ერდოღანმა ეს განცხადება 81-ე გენერალური ასამბლეის წინ გააკეთა, სადაც ხვალ ტრამპი და მაკრონი, ოთხშაბათს კი ფეზეშქიანი და ზელენსკი გამოვლენ სიტყვით.

წყარო: Anadolu Ajansı / Bloomberg

მოამზადა რაულ კაპანაძემ