აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი შესაძლოა, ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადდეს. ბლინკენმა აღნიშნულის შესახებ რესპუბლიკელ სენატორ ლინდსი გრეჰემთან დისკუსიის დროს განაცხადა.
სენატორ გრეჰემის კითხვაზე, – "რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ არასოდეს გამოაცხადებთ?", აშშ-ს სახელმწიფოს მდივანმა უპასუხა: "არასოდეს თქვა არასოდეს".
მედიის ცნობით, იმ შემთხვევაში თუ რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებენ, ეს აიძულებს აშშ-ს დააწესოს დამატებითი შეზღუდვები ქვეყნებზე, რომლებიც კრემლთან ერთად მოქმედებენ.
ბაიდენის ადმინისტრაციამ წარსულში უარყო რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების მოთხოვნა და აღნიშნა, რომ ეს დაბლოკავდა ყოველგვარ დიპლომატიურ ძალისხმევას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასასრულებლად.