შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მრჩეველი აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ჰქონდა საუბარი
„საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ვისაუბრე საპროტესტო აქციებზე და „უცხოური აგენტების" კანონპროექტებზე, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის სწრაფვას ევროპული ინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარებისკენ. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას დაიცვას მშვიდობიანი შეკრება, ხოლო მომიტინგეებს - მშვიდობიანი პროტესტისკენ", - წერს ტვიტერზე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მრჩეველი დერეკ შოლე.