აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ უკრაინას აქვს ყველა საჭირო რესურსი, მათ შორის იარაღი, 24 თებერვლის შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად. ამის შესახებ ბლინკენმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიმს კლევერლისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იუწყება CNN.
"მათ აქვთ ყველაფერი იმისთვის, რომ გააგრძელონ წარმატებით ტერიტორიების დაბრუნება, რომლებიც რუსეთმა ბოლო 14 თვის განმავლობაში დაიპყრო", - განაცხადა ბლინკენმა.
"დარწმუნებული ვართ, რომ უკრაინელები შეძლებენ იმ სისტემების გამოყენებას, რომლებსაც მათ ვუგზავნით და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ სწორი გეგმები, იმისთვის, რომ მიაღწიონ წარმატებას", - აღნიშნა ბლინკენმა.