უკრაინის კონტრშეტევა უახლოეს კვირებში დაიწყება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

BBC-ის ცნობით, ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ ვიდრე რუსული აგრესია გრძელდება, დასავლეთის ქვეყნები შეინარჩუნებენ რუსეთზე უპრეცედენტო ზეწოლას სანქციებისა და ექსპორტის კონტროლის გამოყენებით.