საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის სოციალურ ქსელში წერს, რომ  ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა ტელეფონით დაურეკა.

ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა დამირეკა.

მე კიდევ ერთხელ გავიმეორე ჩემი მტკიცე მოთხოვნა: სესილ კოლერი და ჟაკ პარიზი უნდა გაათავისუფლონ. მათი არაადამიანური დაკავება უსამართლოა. მე ველოდები, რომ ისინი საფრანგეთში დაბრუნდებიან.

მე ასევე გამოვთქვი ჩემი ღრმა შეშფოთება ირანის ბირთვული პროგრამის გამო. აქაც ჩემი პოზიცია ნათელია: ირანმა არასდროს არ უნდა შეიძინოს ბირთვული იარაღი და ირანზეა დამოკიდებული, რომ მის განზრახვებს მშვიდობიანი ხასიათი ჰქონდეს.

მე დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს გზა ომის დასასრულებლად და კიდევ უფრო დიდი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად.

ამის მისაღწევად, ჩვენ დავაჩქარებთ საფრანგეთისა და მისი ევროპელი პარტნიორების მიერ ირანთან წარმოებულ მოლაპარაკებებს." - წერს ემანუელ მაკრონი X-ზე.