საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი და უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოება, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.

„საფრანგეთმა არაერთხელ დაგმო ირანის ბირთვული პროგრამა და საპასუხოდ მიიღო ყველა შესაბამისი დიპლომატიური ზომა. ამ კონტექსტში, საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი და უსაფრთხოება.

მთელი რეგიონის სტაბილურობისთვის საფრთხის შექმნის თავიდან ასაცილებლად, მოვუწოდებ ყველა მხარეს მაქსიმალური თავშეკავებისა და დეესკალაციისკენ. ირანსა და მის ბირთვულ პროგრამაზე ისრაელის დარტყმების შემდეგ, დღეს დილით მოვიწვიე ეროვნული თავდაცვისა და უშიშროების საბჭო. მიღებული იქნება ყველა საჭირო ზომა ჩვენი მოქალაქეების და რეგიონში ჩვენი დიპლომატიური და სამხედრო მისიების დასაცავად.  განხორციელდება ყველა ზომა ჩვენი ეროვნული ტერიტორიისა და ჩვენი თანამოქალაქეების დაცვის უზრუნველსაყოფად. რეგიონში ყველასთვის მშვიდობა და უსაფრთხოება ჩვენი წამყვანი პრინციპი უნდა დარჩეს“, – წერს მაკრონი.