საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ევროკავშირს მოსთხოვს, არ გაახანგრძლივოს სირიისთვის დაწესებული სანქციები. ამის შესახებ მაკრონმა სირიის პრეზიდენტთან, აჰმედ ალ-შარაასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მაკრონის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სირია გააგრძელებს ახლანდელი მიმართულებით წინსვლას, ის ევროკავშირს სანქციების მოხსნისკენ მოუწოდებს და ეცდება, დაარწმუნოს აშშ იმავე ნაბიჯის გადადგმაში.
"ევროკავშირს მოვთხოვ, არ გაახანგრძლივოს სირიისთვის დაწესებული სანქციები. ვფიქრობ, ყველას, მათ შორის ამერიკელების ინტერესებშიც არის, დაფიქრდნენ ან, უფრო მეტიც, იმოქმედონ, რათა ჩვენთან ერთად ხელი შეუწყონ სირიელი ხალხის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას, რათა დაბრუნება უფრო სწრაფად მოხდეს, აღდგეს და უფრო სწრაფად მიიღონ ლტოლვილები სახლში, გადადონ ამერიკული ძალების გამოყვანა რაც შეიძლება დიდი ხნით, რადგან უსაფრთხოების საკითხი კვლავ არსებობს", – აღნიშნა მაკრონმა.