ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა el mundo ავრცელებს.
ესპანეთში ელექტროენერგიის მიწოდება შუადღიდან შეწყდა. როგორც ჩანს, ძაბვის ვარდნის შედეგად პორტუგალიისა და საფრანგეთის ზოგიერთ რაიონშივ შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. ქვეყნის ზოგიერთ რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება ჯერ კიდევ არ აღდგენილა. მთელი ქვეყნის მასშტაბით სატელეფონო ხაზები მწყობრიდან გამოვიდა. ბარახასის აეროპორტში ელექტროენერგია ასევე არ მიეწოდება, - წერს „ელ მუნდო".
მთავრობა ამჟამად ატარებს კაბინეტის სხდომას Red Eléctrica-ს შტაბ-ბინაში, რომელსაც ესწრებიან პედრო სანჩესი, ვიცე-პრეზიდენტები მარია ხესუს მონტერო და სარა აგესენი და ტრანსპორტის მინისტრი ოსკარ პუენტე. „ელ მუნდოს“ წყაროს ცნობით, სარა აგესენი Red Electrica-ს მართვის ცენტრში გაემგზავრება, რათა პირველი პირებიდან მოისმინოს ინფორმაცია, გაეცნოს სიტუაციას, დააკვირდეს ინციდენტს და მიღებული იქნეს „ყველა საჭირო ზომა ნორმალური ცხოვრების რაც შეიძლება სწრაფად აღსადგენად“.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით ესპანეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქების უმეტესობაში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია. ჯერ კიდევ არაა აღდგენილი ელექტროენერგიის მიწოდება ისეთ ქალაქებში, როგორიცაა სევილია, ბარსელონა, პამპლონა. ვალენსიაში და ბარსელონაში მეტროპოლიტენის ყველა ხაზზე შეჩერებულია მიმოსვლა.