აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ვენესუელის პრეზიდენტად ნიკოლას მადუროს ოპონენტი, ედმუნდო გონსალესი აღიარა. ამის შესახებ ტრამპმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა და ამასთან, ვენესუელაში "თავისუფლებისთვის მებრძოლ" ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა.

"დემოკრატიისთვის ვენესუელელი აქტივისტი, მარია კორინა მაჩადო და არჩეული პრეზიდენტი გონსალესი მშვიდობიანად გამოხატავენ ვენესუელელი ხალხის ხმასა და ნებას, რეჟიმის წინააღმდეგ მომიტინგე ასობით ათას ხალხთან ერთად.

დიდებული ვენესუელელი ამერიკელების საზოგადოება აშშ-ში, დიდი უმრავლესობით ემხრობა თავისუფალ ვენესუელას, რასაც მე მტკიცედ ვუჭერ მხარს.

ამ თავისუფლებისთვის მებრძოლებს ზიანი არ უნდა მიადგეს, და უნდა დარჩნენ უსაფრთხოდ და ცოცხლად!", - წერს ტრამპი.