აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შინაგან საქმეთა მდივნის თანამდებობაზე დაგ ბურგუმი დაასახელა. ამის შესახებ ტრამპმა ფლორიდაში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი უხელმძღვანელებს დეპარტამენტს, რომელიც პასუხისმგებელია ბუნებრივი რესურსებისა და ფედერალური მიწების მართვაზე. ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს გარემოსდაცვით და ენერგეტიკასთან დაკავშირებულ რიგ საკითხებში.

დაგ ბურგუმი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრიდა, თუმცა საბოლოოდ კანდიდატურა მოხსნა და მხარი დონალდ ტრამპს დაუჭირა. შემდგომში ის გახდა დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის მრჩეველი, განსაკუთრებით ენერგეტიკის საკითხებში.

ბურგუმი ამჟამად ჩრდილოეთ დაკოტას გუბერნატორია.