აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გენერალური პროკურორის პოსტზე კონგრესმენს ფლორიდის შტატიდან, მეთ გეთსს წარადგენს, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.
"მეთი დაიცავს ჩვენს საზღვრებს, დაშლის კრიმინალურ ორგანიზაციებს და აღადგენს ამერიკელების ძლიერ შელახულ რწმენას და ნდობას იუსტიციის დეპარტამენტის მიმართ", - აღნიშნა ტრამპმა.
გეთსი დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივი იქნება, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში გენერალური პროკურორის პოსტზე იმსახუროს.