არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობაზე ყოფილ დემოკრატ კონგრესმენს, ტულსი გაბარდს დანიშნავს.
"20 წელიწადზე მეტია, რაც ტულსი ჩვენი ქვეყნისთვის და ყოველი ამერიკელის თავისუფლებისთვის იბრძვის. როგორც დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობის ნომინანტს, მას მხარდაჭერა ჰქონია ორივე პარტიაში - და ის ახლა ამაყი რესპუბლიკელია! მე მჯერა, რომ ტულსი ჩვენს სადაზვერვო საზოგადოებას უშიშარ სულისკვეთებას მოუტანს, რამაც მისი ბრწყინვალე კარიერა განსაზღვრა, მხარს დაუჭერს ჩვენს კონსტიტუციურ უფლებებს და ძლიერების მეშვეობით მშვიდობას შეინარჩუნებს". - წერია ტრამპის ოფიციალურ განცხადებაში.
გაბარდმა დემოკრატიული პარტია 2022 წელს, კონგრესში ჰავაის 8-წლიანი წარმომადგენლობის შემდეგ დატოვა. იგი 2020 წელს დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო პრაიმერშიც იღებდა მონაწილეობას, თუმცა პრაიმერის განმავლობაშივე კანდიდატურა მოხსნა.
გაბარდი ტრამპს დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატ კამალა ჰარისთან 10 სექტემბრის დებატებისთვის მოსამზადებელ პროცესებშიც დაეხმარა.