აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოუწოდა წარმომადგენელთა პალატის წევრ რესპუბლიკელებს, მხარი დაუჭირონ  ჯეფრი ეპშტეინთაბ დაკავშირებული ფაილების გამოქვეყნებას, - რაც ამ საკითხთან დაკავშირებით მისი პოზიციის ცვლილებას ნიშნავს. ამის შესახებ CNN იუწყება.

ტრამპის მოწოდება გაჟღერდა იმ ფონზე, როდესაც ტრამპის გარდაცვლილ მილიარდერთან კავშირების შესახებ მზარდი სპეკულაციები ვრცელდება.

"წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებმა უნდა მისცენ ხმა ეპშტეინის ფაილების გასაჯაროებას - რადგან ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს და დროა, თავი დავანებოთ ამ დემოკრატების თაღლითობას, რომელიც რადიკალური მემარცხენე შეშლილების მიერ არის შექმნილი, რათა ყურადღება გადაიტანონ რესპუბლიკური პარტიის მიერ დიდი მიღწევებიდან, მათ შორის დემოკრატების მიერ ინსპირირებულ "შათდაუნზე" ჩვენი ბოლოდროინდელი გამარჯვებიდან", - დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.