საბავშვო ევროვიზიის კონცერტზე დამსწრეებს უფასო ავტობუსები ემსახურება.
ოლიმპიური ქალაქის მიმართულებით მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიიდან ავტობუსები წარწერით – „ევროვიზია“ 17:00-დან 20:00 საათამდე 15-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებენ, ხოლო კონცერტის შემდეგ კი, 22:00-დან 23:30 საათამდე, რეისებს უკანა მიმართულებით შეასრულებენ.
საქართველო 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს მასპინძლობს – ფინალური შოუ დღეს, 13 დეკემბერს, 20:00 საათზე გაიმართება. ფინალური შოუს პირდაპირ ტრანსლაციას ღონისძიების მასპინძელი – საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.








