საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 34 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილის ცხედარი მისი ოჯახის წევრებმა აღმოაჩინეს. 

ცნობილია, რომ მამაკაცი საფრანგეთიდან საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია. 

მომხდარ ფაქტზე  გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.