აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NATO-ში აშშ-ის ელჩად მეთიუ უიტაკერი წარადგინა.

უიტაკერი 2018 წლის ნოემბრიდან 2019 წლის თებერვლამდე აშშ-ის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა მას შემდეგ, რაც ტრამპმა თანამდებობიდან გენერალური პროკურორი ჯეფ სეშენსი.

ტრამპი ოფიციალურ განცხადებაში წერს, რომ უიტაკერი "ძლიერი მებრძოლი და ერთგული პატრიოტია, რომელიც "აშშ-ს ინტერესების წინსვლასა და დაცვას უზრუნველყოფს, გააძლიერებს ურთიერთობებს NATO-ს მოკავშირეებთან და მტკიცედ დადგება მშვიდობისა და სტაბილურობის წინააღმდეგ შექმნილი საფრთხეების წინაშე". 

ამერიკული მედია აღნიშნავს, რომ უიტაკერის საგარეო პოლიტიკური შეხედულებები თითქმის უცნობია.

ის არასოდეს ყოფილა ჩართული საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.