აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მასობრივი დეპორტაციებისთვის სამხედროებს გამოიყენებს.

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში კონსერვატიული ორგანიზაციის, Judicial Watch-ის პრეზიდენტს, ტომ ფიტონს გამოეხმაურა.

მანამდე ტომ ფიტონმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დონალდ ტრამპი "მზადაა ეროვნული საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს და სამხედრო საშუალებები გამოიყენოს, რათა ბაიდენის შემოსევა მასობრივი დეპორტაციის პროგრამის საშუალებით შეაჩეროს".

დონალდ ტრამპმა ტომ ფიტონის პასუხად დაწერა, რომ ეს "მართალია".