აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტი ჩარლი კირკი სიკვდილის შემდეგ "თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით" დააჯილდოვა. იუწყება The Guardian.

ჯილდო ჩარლი კირკის მეუღლემ, ერიკამ მიიღო.

ტრამპმა კირკს "სიმართლისა და თავისუფლებისთვის მოწამე" უწოდა და დასძინა, რომ აქტივისტის გარდაცვალებიდან ერთი თვის შემდეგაც კი, "კვლავ ვგრძნობთ მისი დაკარგვის საშინელ შოკსა და ტკივილს".

"ჩვენ მის სახელს სამუდამოდ ვამატებთ ნამდვილი ამერიკელი გმირების მარადიულ სიაში. ის ნამდვილი ამერიკელი გმირია", – განაცხადა ტრამპმა.

კირკის პატივსაცემად ცერემონია მისი 32-ე დაბადების დღეზე გაიმართა.