ტრამპის მოკავშირისა და კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობის შესახებ გამონათქვამების გამო, ჯიმი კიმელის გადაცემა - Jimmy Kimmel Live - განუსაზღვრელი ვადით შეაჩერეს.

Disney-ს მფლობელობაში არსებულმა ტელეკომპანია ABC-მ ჯიმი კიმელის შოუ - Jimmy Kimmel Live ეთერიდან განუსაზღვრელი ვადით მოხსნა.

"MAGA-ს ბანდა სასოწარკვეთით ცდილობს ის ბავშვი, ვინც ჩარლი კირკი მოკლა, ერთ-ერთ მათგანად არ წარმოადგინოს. ყველაფერს აკეთებენ, რომ ამით პოლიტიკური ქულები დაიწერონ", - განაცხადა კიმელმა.

კიმელის განცხადებების შემდეგ, აშშ-ს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, ბრენდან კარმა ტელეკომპანია ABC-ს გასართობი გადაცემის შეჩერებისკენ მოუწოდა.

ABC-ის გადაწყვეტილებას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა.

"ეს ამერიკისთვის შესანიშნავი ამბავია. რეიტინგების პრობლემების მქონე ჯიმი კიმელის შოუ გაუქმდა. ვულოცავ ABC-ს, რომ მათ გამბედაობა ეყოთ ის გაეკეთებინათ, რაც აუცილებელი იყო", - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.