კონსერვატიული ორგანიზაციის, Turning Point USA-ს აღმასრულებელი დირექტორი და საბჭოს თავმჯდომარე გარდაცვლილი ჩარლი კირკის მეუღლე ერიკა კირკი გახდა.
ინფორმაციას ამის შესახებ კომპანიის საბჭო ავრცელებს.
Turning Point USA არის კონსერვატიული ორგანიზაცია, რომელიც 2012 წელს ჩარლი კირკმა დააარსა. ორგანიზაციის მიზანია კონსერვატიული პრინციპების პოპულარიზაცია საშუალო სკოლებსა და კოლეჯებში.
„ჩარლის გვერდით საბჭოს წევრებად მუშაობა ჩვენთვის პატივი იყო. ჩარლიმ ყველა ჩვენგანი ასეთი მომენტისთვის მოამზადა. მან დაუღალავად იშრომა, რათა Turning Point USA აშენებულიყო ისე, რომ ყველაზე დიდი გამოცდებიც კი გადაეტანა. ახლა კი დიდი სიამაყით ვაცხადებთ, რომ ერიკა კირკი Turning Point USA-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი და საბჭოს თავმჯდომარეა“, – აღნიშნულია საბჭოს განცხადებაში.
თარგმანი: პირველი არხი