იუტას შტატის გენერალური პროკურატურა კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირიკის მკვლელობაში ბრალდებულის, ტაილერ რობინსონის სიკვდილით დასჯას ითხოვს.  ამის შესახებ შტატის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრეს.

22 წლის ტაილერ რობინსონი პირველად წარდგა სასამართლოს წინაშე, მას შემდეგ, რაც ბრალი წაუყენეს დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობაში, იარაღის გამოყენებასა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლაში. 

რობინსონმა, რომელიც იუტას ოლქის ციხიდან ვიდეოზარით ჩაერთო სასამართლოს, მხოლოდ საკუთარ ვინაობასთან დაკავშირებულ შეკითხვებს უპასუხა.

მოსამართლემ გააცნო მას ბრალდებები და განაცხადა, რომ საქმეზე კიდევ ერთი მოსმენა თვის ბოლოს გაიმართება. 

31 წლის ჩარლი კირკი გასულ ოთხშაბათს იუტას უნივერსიტეტში გამართულ საჯარო ღონისძიებაზე მოკლეს.