აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის თანამდებობაზე ჯონ რეტკლიფის კანდიდატურა დაასახელა.

იგი 2020-2021 წლებში ეროვნული დაზვერვის სამსახურს ხელმძღვანელობდა. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს დემოკრატები რეტკლიფს ბრალს სდებდნენ ტრამპის სასარგებლოდ საიდუმლო ინფორმაციის გაცემაში პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენების მიზნით.

რეტკლიფის წარდგენისას ტრამპმა განაცხადა, რომ ის ყოველთვის იყო სიმართლისა და პატიოსნებისთვის მებრძოლი.

რეტკლიფის კანდიდატურებს მხარი უნდა დაუჭიროს სენატმა, სადაც ნოემბრის არჩევნების შედეგად რესპუბლიკელებმა უმრავლესობა დაიბრუნეს.

რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ბრუნდება მას შემდეგ, რაც 2024 წლის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დაამარცხა.

დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.