აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მან ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ვენესუელაში ფარულად ოპერაციების ჩატარების უფლება მისცა, მათ შორის, ნარკოკარტელების წინააღმდეგ შესაძლო დარტყმების.
როგორც გამოცემა Axios აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, ვენესუელაში სამხედრო გემების გაგზავნის მიზანი ნარკოტიკებით ვაჭრობის შეჩერება იყო, ადმინისტრაცია ასევე, ნათლად აცხადებს, რომ მას სურს ვენესუელის ავტორიტარი ლიდერის, ნიკოლას მადუროს ხელისუფლებიდან გადაყენება და მისი დაკავებისთვის 50 მილიონი დოლარიც კი დააწესა.
ვენესუელურ ნავებზე ბოლო თავდასხმების შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელში აღნიშნა, რომ მისი ბრძანება იყო სასიკვდილო დარტყმები ხომალდზე, რომელსაც "ნარკოტიკები გადაჰქონდა", რის შედეგადაც ბორტზე მყოფი ექვსივე "ნარკოტერორისტი" დაიღუპა.
"არ დავუშვებთ, რომ ჩვენი ქვეყანა განადგურდეს იმის გამო, რომ სხვა ადამიანებს სურთ თავიანთი ყველაზე უარესი ხალხის აშშ-ში შემოყვანა". - თქვა ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამასთან ტრამპის თქმით, ნარკოტიკების საზღვაო გზით შეტანის მცდელობები "ძალიან კარგად კონტროლდება", სამხედროები კი ახლა სახმელეთო გზების კონტროლზე გადავლენ.
"ყოველი ნავის განადგურებით, ჩვენ 25 000 ამერიკელის სიცოცხლეს ვიხსნით". - დაამატა ტრამპმა.