ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF), აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თანხმობით, შესაძლოა ღაზის სექტორში დაბრუნდნენ, თუ პალესტინური მოძრაობა "ჰამასი" ამერიკის ლიდერის სამშვიდობო გეგმის პირობებს არ შეასრულებს. ამის შესახებ ტრამპმა CNN-ს განუცხადა.

"ისრაელი ამ ქუჩებში დაბრუნდება, როგორც კი ამას ვიტყვი", - განაცხადა ამერიკის ლიდერმა, შეკითხვის პასუხად რა მოხდება, თუ "ჰამასი" იარაღის დაყრაზე უარს იტყვის.

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამჟამად მას მოუწევს ისრაელის ხელისუფლებისა და სამხედროების შეკავება.

ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის დასრულება ისტორიულად უფრო რთული იყო, ვიდრე ეს რუსეთ-უკრაინის შემთხვევაში იქნება, რაზედაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეს მართლაც ასეა, რადგან "ერთი ომი სამი წელია, მიმდინარეობს, მეორე კი – სამი ათასი".